საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.000.
  • Word
170
15/02/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
480.140.000.05.002.000.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №170

1996 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული ქვემოთ ჩამოთვლილი შეთანხმებები, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, არ საჭიროებენ საქართველოს პარლამენტის რატიფიცირებას, მათი ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:

ა) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში;

ბ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში;

გ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ;

დ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ე) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ვ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის თაობაზე;

ზ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ;

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს 1995 წლის 19 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;

ბ) შეატყობინოს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულება.

ე. შევარდნაძე