„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 48/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 31/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.015112
  • Word
48/2010
30/08/2010
სსმ, 108, 31/08/2010
010340000.15.008.015112
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.015.112

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №48/2010

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის 1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით (სსმ III, 25.03.2009წ., №36, მუხ. 418) დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელებისაგან იქმნება სერტიფიცირების სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). გამოცდის რეგიონებში ჩატარების შემთხვევაში სამდივნოს წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც. სამდივნოს შემადგენლობას, მის უფლებამოსილებებსა და მუშაობის წესს ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. გამოსაცდელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სამდივნოს წევრი”. 

2. დებულების მე-7 მუხლის „ზ” პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ნაშრომების შემოწმება და შედეგების გამოქვეყნება, მათ შორის, ცესკოს ვებგვერდზე;”

3. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ზ1” პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ1) საპრეტენზიო განაცხადების მიღება და მათი განხილვა;”.

 4. დებულების მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. გამოცდის ჩატარების მეთოდი

1. სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ერთ ტურად ტესტური გამოცდის ფორმით.

2. ცესკოს უფლება აქვს გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით:

ა) შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით, გამოცდა დაყოს ნაკადებად;

ბ) გამოცდა ჩაატაროს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში.

3. გამოცდის ჩატარების დრო და იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება გამოცდები, მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

4. გამოცდის ნაკადებად დაყოფის შემთხვევაში გამოსაცდელი, რომელიც ნებისმიერი მიზეზით ვერ გამოცხადდა მისთვის განკუთვნილ დროსა და ადგილზე მითითებულ საგამოცდო ცენტრში, კარგავს იმავე გამოცდის სხვა დარჩენილ ნაკადებზე გასვლის უფლებას.”.

 5. დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტესტებში შეკითხვები საკითხების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი რაოდენობით:

ა) საქართველოს კონსტიტუცია – 12 კითხვა;

ბ) საქართველოს ორგა­ნული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი – 70 კითხვა;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ – 4 კითხვა;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი – 3 კითხვა;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი – 1 კითხვა;

ვ) ზოგადი უნარები (გამოთვლები) – 6 კითხვა;

ზ) ზოგადი უნარები (ლოგიკა) – 4 კითხვა.”.

6. დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდის (ნაკადებად დაყოფის შემთხვევაში – ბოლო ნაკადის) დასრულების შემდეგ შედეგები გამოიკვრება ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში, ასევე განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე. საგამოცდო შეფასებაზე პრეტენზიები მიიღება ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, გამოცდების შედეგების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების დღიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს ვებ-გვერდზე შედეგების განთავსების თარიღი უნდა მიეთითოს საგამოცდო ფურცელზე.“.

7. დებულების 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„6. კომისია ყველა საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უადრეს მე-3 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. საპრეტენზიო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კომისია ამტკიცებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.”. 

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე         ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი            გ. მჭედლიძე