საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების გაუქმების შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.000.
  • Word
161
08/02/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
010.340.000.05.002.000.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების გაუქმების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №161

1996 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების გაუქმების შესახებ

I. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს 1996 წლის 8 დეკემბრის კანონის მე-10 და მე-13 მუხლების შესაბამისად, გაუქმდეს:

1. საქართველოს რესპუბლიკაში საფინანსო სისტემის რეორგანიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აპრილის №205 დადგენილება.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული საბაჟო-სატარიფო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 ივნისის №390 დადგენილება გარდა მე-2 პუნქტისა.

3. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმის პროგრამის განხორციელების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის №374 დადგენილება.

4. საგადასახადო პოლიტიკაში გასატარებელი რეფორმების შემმუშავებელი სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 26 ივლისის №443 დადგენილება.

5. საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების განვითარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 ივლისის №461 დადგენილება.

6. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) საკითხთა რესპუბლიკური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 ივნისის №395 დადგენილება.

7. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) საკითხთა რესპუბლიკური საკოორდინაციო საბჭოს მართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 ოქტომბრის №738 დადგენილება.

II. ბრძანებულების პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული დადგენილებებით შექმნილი კომისიების და საბჭოს ფუნქციების განხორციელება დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო მე-5, მე-6, მე-7 პუნქტებში მითითებული დადგენილებებით შექმნილი კომისიისა და საბჭოების ფუნქციების განხორციელება დაეკისროს საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს.

ე. შევარდნაძე