,,ქ.ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 10/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.10.003.000.064
  • Word
65
06/08/2004
სსმ, 83, 10/08/2004
300.390.000.10.003.000.064
,,ქ.ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2004 წლის 6 აგვისტო

 ქ. თბილისი

,,ქ. ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 აპრილის  №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის ინტენსივობის ზრდის გამო ფოთის ჰიდროკვანძზე ტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების მიზნით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქ. ფოთთან, მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 აპრილის №14 დადგენილებაში და მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფოთის ჰიდრკვანძზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილებები ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო სამსახურის სამმართველომ უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის მოძრაობის დადგენილი რეჟიმის დაცვა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია