„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 15/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
195
15/07/2010
სსმ, 86, 15/07/2010
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების  განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №152, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:

ა) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მომხდარი გეგმური ჰოსპიტალიზაციის დაფინანსებისას სადაზღვევო კომპანია ხელმძღვანელობს დადგენილი ლიმიტის ფარგლებში იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო პერიოდი ამოწურულია;

თ) იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პერიოდის ამოწურვის შემდეგ ბენეფიციარი აღარ არის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლე, სადაზღვევო კომპანია აგრძელებს დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მომხდარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დაფინანსების ვალდებულებას, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარის ლიმიტისა, სადაზღვევო პერიოდის ამოწურვის შემდეგ;

ი) იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პერიოდის ამოწურვის შემდეგ ბენეფიციარი რჩება სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლედ, დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მომხდარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დაფინანსების ვალდებულება არსებულ სადაზღვევო კომპანიას აქვს სადაზღვევო ხელშეკრულების ამოწურვის თარიღამდე და იგი ავტომატურად გადადის ახალ სადაზღვევო კომპანიაზე ახალი სადაზღვევო პერიოდის ძალაში შესვლის თარიღიდან (მიუხედავად იმისა, ახალ სადაზღვევო კომპანიას ბენეფიციარისათვის გადაცემული აქვს თუ არა სადაზღვევო პოლისი).“;

ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შედეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, უზრუნველყოს საავადმყოფოს შესაბამისი პროფილით საქმიანობა მისი ფუნქციონირების დაწყებიდან შვიდი წლის განმავლობაში.“.

2. დადგენილების №3 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, ერთ თვეში წარადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით ასაშენებელი საავადმყოფოს თითოეულ საწოლზე და/ან სამ თვეში სამედიცინო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება უკვე არსებულ კლინიკასთან (კლინიკებთან). სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის მიერ ფოთში, მესტიაში, ჩხოროწყუსა და წყალტუბოში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, ასევე შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის მიერ „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების თარიღისათვის უწყებათაშორისი კომისიისათვის ფოთში მინიმუმ 50-საწოლიან საავადმყოფოსთან, მესტიაში მინიმუმ 25- საწოლიან საავადმყოფოსთან, ჩხოროწყუსა და წყალტუბოში კი მინიმუმ 15-15-საწოლებიან საავადმყოფოებთან, რომელთაგან თითოეული უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის №29 დადგენილებით გათვალისწინებულ სტანდარტებს, სამედიცინო მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული პროვაიდერული ხელშეკრულების წარდგენის შემთხვევაში.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური