დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის №125/ნ – №207 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 262/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 17/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.014997 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.997
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №262/ნ-№650
2010 წლის 16-13 აგვისტო
ქ. თბილისი
„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის №125/ნ – №207 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1.
„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 31.03.2009 წ, №40, მუხ. 471) დამტკიცებული „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხის” (დანართი №1) შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენს 12 თვემდე ასაკის ბავშვთა (ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტებს, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი „მარკირებულია ასეთად“ ნიშნავს, რომ მარკირების მიხედვით მისი გამოყენების მინიმალური ზღვარი (ასაკი) ნაკლებია 12 თვეზე.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ა. კვიტაშვილი
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები