„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 09/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016010
  • Word
27
28/10/2010
სსმ, 48, 09/11/2010
010260020.35.132.016010
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №27

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010წ., გვ. 2-4) დამტკიცებულ დებულე­ბა­ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) განსაზღვრავს და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის შესახებ წინადადებებს (შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს);“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას, საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებუ­ლების) საფუძველზე ხელს აწერს შესაბამის ხელ­შეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელ­შეკრულებებს);“;

გ) დებულებას მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ქვეპუნქტი:

„ჟ1) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას ახორციელებს კონ­ტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელ­შეკრულებო პირობების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადა­წყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, იხილავს თვითმმართველ ქ. ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს;“;

დ) დებულების მე- 4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტით ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების (ასიგნების) ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებუ­ლების) საფუძველზე ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებისას შესაბამის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);

ე) დებულებას მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ქვეპუნქტი:

„რ1) სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში გასცემს აქცეპტს, ითხოვს შესყიდვაში მონაწილე პირისაგან დაზუსტებებს, ახორციელებს კონტროლს ხელშე­კრულების მხარის ნაკისრი ვალდე­ბულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადა­წყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს. იხილავს თვითმმართველი ქ. ბათუმის მხრიდან ხელ­შეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს;“.

ვ) დებულების მე- 4 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) დებულების მე- 4 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოსამსა­ხურეთა საპრემიო კომისიის შექმნისა და პრემიის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტებს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტებს;“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 გ. კირთაძე