საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიულ პირთა უცხოურ ვალუტაში ამონაგების ნაწილის ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის გაუქმების შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიულ პირთა უცხოურ ვალუტაში ამონაგების ნაწილის ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/12/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/12/1995
სარეგისტრაციო კოდი 220.070.000.05.002.000.
  • Word
39
19/12/1995
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/12/1995
220.070.000.05.002.000.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიულ პირთა უცხოურ ვალუტაში ამონაგების ნაწილის ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის გაუქმების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №39

1995 წლის 19 დეკემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიულ პირთა უცხოურ ვალუტაში ამონაგების ნაწილის ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის გაუქმების შესახებ

1. 1996 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული პირის, საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის შედეგად მიღებული ამონაგები სავალუტო სახსრების ნაწილის (32 პროცენტი) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვა.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშების რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში გახსნისა და უცხოურ ვალუტაში ამონაგების ნაწილის სავალდებულო გაყიდვის წესის შეცვლის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 აგვისტოს №574 დადგენილების მე-5 და მე-6 მუხლები.

3. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ეს ბრძანებულება დაიყვანოს მისდამი დაქვემდებარებულ საბანკო დაწესებულებებამდე.

4. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს რადიოთი და ტელევიზიით.

ე. შევარდნაძე