„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 აპრილის №25/2010 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 აპრილის №25/2010 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/04/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014531
  • Word
27/2010
21/04/2010
სსმ, 45, 21/04/2010
010210010.15.008.014531
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 აპრილის №25/2010 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო �სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.531

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

�კომისიის დადგენილება №27/2010

2010 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

�საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 აპრილის №25/2010 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის �ნორმატიული აქტების შესახებ� მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1.

��საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 11 აპრილის №25/2010 დადგენილებით (სსმ III, 12.04.2010 წ., №38, მუხ. 617) დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის I თავში, ქვეთავის �საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილება� მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით�.

2. ინსტრუქციის II თავში, ქვეთავის �საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი� ბოლოდან მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ოქმები ინომრება რიგითი ნომრებით კალენდარული წლის ფარგლებში და რეგისტრირდება სარეგისტრაციო ჟურნალის �გასული დოკუმენტაციის� ნაწილში.�.

3. ინსტრუქციის IV თავის ქვეთავი �სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია� ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�კომისიის მდივანი განკარგულებას ანიჭებს ნომერს (ინომრება მიღების რიგითობით, უწყვეტი თანამიმდევრობით კალენდარული წლის ფარგლებში, მაგ., 01/2010, 02/2010 ა.შ.), რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის �გასული დოკუმენტაციის� ნაწილში (აღნიშნულ დოკუმენტს სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭება ისევე, როგორც სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ნებისმიერ გასულ დოკუმენტაციას). სარეგისტრაციო ჟურნალის გრაფაში �შინაარსი� მიეთითება განკარგულების დასახელება და მისი ნომერი, განკარგულების მიღების თარიღი და დრო, დოკუმენტის დასახელება. მდივანი ხელს აწერს გრაფაში �გამტანის ხელმოწერა�.�;

4. ინსტრუქციის V თავში, ქვეთავის �ამომრჩეველთა სიის დანართი� მე-6 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ამომრჩეველი შეყვანილია აღნიშნული საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ან სპეციალურ სიაში; და�.

5. ინსტრუქციის VII თავის �საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის და საარჩევნო ინვენტარის მიღება� ბოლოდან მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად გაფორმება აუცილებელია. აქტის ერთი ცალი უნდა დარჩეს საარჩევნო დოკუმენტაციის გადამცემ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მეორე � საარჩევნო დოკუმენტაციის მიმღებ საუბნო საარჩევნო კომისიაში. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში �შემოსული დოკუმენტაციის� ნაწილში.�.

6. ინსტრუქციის X თავში, ქვეთავის �საარჩევნო უბნის გახსნა� მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�თუ კომისიის წევრთა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას (მუხლი 52).�.

7. ინსტრუქციის X თავში, ქვეთავის �ჩანაწერთა წიგნის გახსნა� მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანს ასევე გადასცემს სადემონსტრაციო ოქმებს. სადემონსტრაციო ოქმები თვალსაჩინო ადგილას (კომისიის მდივნის მაგიდის სიახლოვეს) უნდა გამოიკრას. კომისიის მდივანი ამასთანავე აწარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალს.�.

8. ინსტრუქციის X თავში, ქვეთავის �წილისყრა� მე-15 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�აანალიზებს, თუ პარტიების მიერ დანიშნული რამდენი კომისიის წევრი მონაწილეობს წილისყრის პროცესში�.

9. ინსტრუქციის X თავის ქვეთავი �ამომრჩეველთა რაოდენობის გამოცხადება� ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ სიებში და ამომრჩეველთა სიის დანართში. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 52.6.ა). ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდეგ.�.

10. ინსტრუქციის X თავის ქვეთავი �მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და კონვერტების რაოდენობის გამოცხადება� ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას. აცხადებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას. მიღებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 52.6.ბ).�.

11. ინსტრუქციის X თავში, ქვეთავის �კომისიის წევრებისთვის მასალების გადაცემა� მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (გადასცემს ერთ-ერთ რეგისტრატორს);�.

12. ინსტრუქციის X თავში, ქვეთავის �კომისიის წევრებისთვის მასალების გადაცემა� მე-7 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�რეგისტრატორის ბეჭედს (მუხლი 52.8); თავმჯდომარე ამოწმებს იმ პაკეტის მთლიანობას, სადაც მოთავსებულია რეგისტრატორის ბეჭდები; რეგისტრატორის ბეჭდებს ათავსებს მაგიდაზე, რეგისტრატორები სათითაოდ იღებენ ერთ ბეჭედს, რომლის კოდიც კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე რეგისტრატორის სახელის და გვარის გასწვრივ;�

13. ინსტრუქციის XVI თავის �სამხედრო ნაწილში გახსნილი საარჩევნო უბნის პროცედურები� ბოლოდან მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�საარჩევნო ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცელს ადარებს შენახულ ეგზემპლარს;�.

14. ინსტრუქციის XVII თავში ქვეთავის �საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები� პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს დაითვალონ თანმიმდევრობით შემდეგი მონაცემები (მუხლი 60.2) (რომლებიც კომისიის მდივანს, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, დაუყოვნებლივ შეაქვს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმებში):

I. ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში;

II. ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, სპეციალურ სიასა და ამომრჩეველთა სიის დანართში. აღნიშნული მონაცემები ჯამდება და მიღებული რაოდენობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 60.2);

III. გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები (მუხლი 60.3.ა);

IV. გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები (მუხლი 60.3.ბ).�.

15. ინსტრუქციის XVIII თავის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას (მუხლი 61.1).�.

16. ინსტრუქციის XVIII თავის მე-10 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.�.

17. ინსტრუქციის XIX თავში, ქვეთავის �საარჩევნო ბიულეტენების დათვლა� მე-6 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით ამოწმებს:�.

��� მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სა�სა�მართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მი�სამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდა�რული დღის ვადაში.

��� მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე���� ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი����� გ. მჭედლიძე