ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების დარგში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ"

  • Word
ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების დარგში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/11/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/12/1995
სარეგისტრაციო კოდი 480.270.000.05.002.000.
  • Word
4
29/11/1995
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/12/1995
480.270.000.05.002.000.
ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების დარგში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ"
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №4

1995 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების დარგში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

აღინიშნოს, რომ ქვეყანაში შექმნილი საყოველთაო კრიზისის პირობებში მთიანი რეგიონების აღორძინებისა და აღმშენებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის, მისი ავტომატიზებული მართვის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნების, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კომპლექსის შესრულების უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საფუძველზე.

ცნობილი მოვლენებისა და კრიმინოგენური სიტუაციის გამო ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებთან ჩამოყალიბებული ტრადიციული კავშირურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მოშლას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების მსგავსად სრული დაშლის პირობები შეიქმნა უნიკალური სპეციალური ტრანსპორტის დარგშიც. დარგის გადარჩენისა და სპეციალისტების შენარჩუნებისათვის, რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებათა შემუშავება და მათი ეტაპობრივი განხორციელება.

ამასთან დაკავშირებით მიღებულმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 19 აპრილის №126 ბრძანებულებამ და მისმა შესაბამისმა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 სექტემბრის №654 დადგენილებამ დასაბამი მისცა სპეციალური ტრანსპორტის დარგის გადარჩენისა და განვითარებისათვის საჭირო გარდამტეხი საქმიანობის თვისებრივად ახალი ეტაპის დაწყებას საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად.

მრავალი ობიექტური სიძნელისა და სხვა ხელშემშლელი მიზეზებისა, მიუხედავად დასახული სტრატეგიული მიმართულების, სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ავტომატიზებული მართვის სისტემების რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქსპეცტრანსის“ მიერ გაწეული ინიციატივიანი და შემოქმედებითი მუშაობის შედეგად დიდი ძალისხმევით შესრულდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები სპეციალური ტრანსპორტის დარგის გადარჩენისა და სპეციალისტების შესაძლო შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, რაც ყოველმხრივ მხარდაჭერასა და დახმარებას იმსახურებს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:

1. მოწონებულ იქნეს „საქსპეცტრანსის“ მიერ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 19 აპრილის №126 ბრძანებულებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 სექტემბრის №654 დადგენილების შესასრულებლად გაწეული ინიციატივიანი და ნაყოფიერი საქმიანობა, მიმართული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის დარგში სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის დასამყარებლად.

აღსანიშნავია, რომ გაწეული მუშაობის შედეგად „საქსპეცტრანსის“ სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ავტომატიზაციის სისტემების სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „ტრანსავტომატიკაში“ წარმატებით დაიწყო:

– კონკურენტუნარიანი საბაგირო ტრანსპორტის სისტემებისა და კონსტრუქციების დამუშავება;

– რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის ქვეყნების მთიანი რაიონებისათვის საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე სამგზავრო ბაგირგზებისა და ბაგირხიდების დაპროექტება;

– მისი ექსპერიმენტული საწარმოო ბაზის ობიექტებზე ადგილობრივი კოოპერაციის გათვალისწინებით და მუშახელის დასაქმებით შემდეგ ერთობლივ საწარმოთა (სააქციო საზოგადოებათა) შექმნა:

ბაგირგზების მოწყობილობების კონსტრუირების, დამზადების, დაპროექტებისა და დანერგვის დარგში (ქ. სამარის ბაგირგზების ქარხანასთან ერთად);

ტროლეიბუსების სისტემების აწყობის, დაპროექტებისა და დანერგვის დარგში (სააქციო საზოგადოებებთან – ქ. მოსკოვის „ეკოტრანსსისტემასთან“ ქ. ენგელსის „ტროლეიბუსების ქარხანასა“ და „თემქასთან“ერთად);

ახალი თაობის ენერგოდამზოგავი ნათურების წარმოებისა და დანერგვის დარგში (გერმანულ ფირმებთან „პროვერა“ და „ხაი-ტი-ენთან“ ერთად).

2. საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, რესპუბლიკის შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა უზრუნველყონ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 19 აპრილის №126 ბრძანებულებითა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 სექტემბრის №654 დადგენილებით მათზე დაკისრებულ დავალებათა შესრულება და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი და სახელმწიფო მხარდაჭერა აღმოუჩინონ „საქსპეცტრანსს“ პრიორიტეტული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა დროულად და ხარისხიანად გადაწყვეტის საქმეში.

3. დაევალოს „საქსპეცტრანსს“ (შ. ორჯონიკიძე):

– საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 19 აპრილის №126 ბრძანებულების შესასრულებლად გააგრძელოს მიზანმიმართული საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის, მისი ავტომატიზებული მართვის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების დარგში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის დამყარების საფუძველზე.

– ამასთან დაკავშირებით, „საქსპეცტრანსმა“ შეიმუშაოს და წარმოადგინოს დაინტერესებულ საზღვარგარეთელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის კომპლექსური პროგრამები მისი სამეცნიერო-ექსპერიმენტულ - საწარმოო ბაზის ობიექტების საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე რეკონსტრუქციის განხორციელების გათვალისწინებით (ვადა 3 თვე);

– შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრთა ერთიანი სატრანსპორტო კომპლექსის შექმნისა და ოპტიმალური ფუნქციონირების აქტუალური პრობლემების გადაჭრის საქმეში აქტიური მონაწილეობის მიღების უზრუნველსაყოფად მისი მეთაური ორგანიზაციის – სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „ტრანსავტომატიკის“ ძალებით და დაინტერესებულთა მონაწილეობით შეიმუშაოს და წარმოადგინოს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებათა გეგმის პროექტი (ვადა 2 თვე);

– საქართველოსა და რუსეთის მთავრობების მიერ 1995 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისში შემდგარი მოლაპარაკების შედეგად ხელმოწერილი საოქმო გადაწყვეტილების განსახორციელებლად შეიმუშაოს და წარმოადგინოს სამთავრობო შეთანხმების პროექტი ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის, ჩატვირთვა-გადატვირთვისა და სასაწყობო სამუშაოთა მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დარგში (ვადა 1 თვე);

– დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკის კომიტეტში წარსადგენად შეიმუშაოს წინადადება სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის დარგში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ (ვადა 15 დღე);

– თბილისის მერიის შეკვეთით შეიმუშაოს თბილისის პირველი რიგის სამი სამგზავრო ბაგირგზის („ნუცუბიძის ქუჩა – ლისის ტბა(ონკოლოგიური ცენტრი)“, „რუსთაველის მოედანი – მთაწმინდის პარკი“, „ჭონქაძის ქუჩა – მთაწმინდის პარკი“) აღდგენა-რეკონსტრუქციის ბიზნეს-გეგმები და სამუშაო პროექტები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან გრძელვადიანი და შეღავათიანი ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის გათვალისწინებით.

4. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა მათ განკარგულებაში არსებული ფინანსური სახსრებისა და კრედიტების გაცემისას უპირატესობა მიანიჭონ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელს შეუწყობენ ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კომპლექსის შესრულებას.

5. „საქსპეცტრანსისა“ და მისი, როგორც სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსის, მეთაური ორგანიზაციის – სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „ტრანსავტომატიკის“ პოტენციალის შენარჩუნების, ეროვნულ მეურნეობაში მისი გამოყენების დაჩქარებისა და დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით „საქსპეცტრანსზე“ გავრცელდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 აგვისტოს №309 ბრძანებულება, რომლის თანახმად 1995 წლის 1 ივლისიდან დროებით, 3 წლის ვადით:

ა) გათავისუფლდეს „საქსპეცტრანსი“ ყველა სახის, მათ შორის ქონებისა და საბაჟო გადასახდელებისაგან (საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო). ეს სახსრები გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის;

ბ) „საქსპეცტრანსზე“ გავრცელდეს „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 აგვისტოს №259 ბრძანებულების მე-9 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული შეღავათები;

გ) უცხოური კრედიტებისა და ინვესტიციების მოზიდვის პროგრამის შედგენისას პრიორიტეტი მიენიჭოთ სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების დარგში „საქსპეცტრანსის“ მიერ დამუშავებულ ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულ ბიზნეს-გეგმებს.

6. დაწესდეს, რომ „საქსპეცტრანსის“ სისტემაში წლის განმავლობაში ობიექტური მიზეზების გამო გამოუყენებელი ასიგნებანი გარდამავალია და რჩება „საქსპეცტრანსს“.

7. ნება დაერთოს „საქსპეცტრანსს“:

ა) რესპუბლიკის ბიუჯეტთან ანგარიშსწორება მოახდინოს შესრულებულ სამუშაოთა საფასურის მიღების შემდეგ;

ბ) სამივლინებო და სამეურნეო ხარჯები გასწიოს ქვეყანაში რეალურად მოქმედი ფასების გათვალისწინებით;

გ) სარემონტო სახსრების უქონლობასთან დაკავშირებით გადაწყვიტოს გამოუყენებელი მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემისა და განკარგვის საკითხი.

8. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა მხარეებში, ქალაქების მერიებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა დახმარება გაუწიონ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ და ექსპლუატაციაში მყოფ საბაგირო სატრანსპორტო საწარმოებს, განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი მშენებარე ბაგირგზების დასამთავრებლად.

9. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში.

ე. შევარდნაძე