დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 28/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
2010 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №77, მუხ. 837) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. კომისიის თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და პრემირების, აგრეთვე კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წლიური საბიუჯეტო კანონით კომისიის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები