დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №21 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 19/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.025.014523 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.025.014.523
საქართველოს ენერგეტიკის
მინისტრის ბრძანება №21
2010 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №57 ბრძანებით (სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ. 1011) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის აპარატი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის აპარატში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 1). იმა ვე ფორმას ავსებს და წარადგენს საკადრო სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.“;
გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის აპარატი.“;
დ) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები