,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 26/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.000.090
  • Word
91
23/10/2004
სსმ, 120, 26/10/2004
010.240.020.10.003.000.090
,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2004 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის 19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის 19 დადგენილებასა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 11 ერთეულით.“.

2. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. აპარატის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქარ-თველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.“.

3. დებულების პირველ მუხლს დაემატოს:

ა) 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

41. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.“;

ბ) 42 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

42. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.“.

4. დამტკიცდეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი

1

370

2.

მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე)

1

240

3.

უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი)

1

220

4.

პოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი

1

350

5.

მთავარი სპეციალისტი

2

240

6.

უფროსი სპეციალისტი

1

220

7.

შინაგან საკითხთა განყოფილების უფროსი

1

350

8.

მთავარი სპეციალისტი

2

240

9.

უფროსი სპეციალისტი

1

220

 

                      სულ

11