დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 21/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №329
2010 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და XX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XX. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამდებობები
მუხლი 68. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
ბ) ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი;
გ) ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.
მუხლი 69. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის უფროსი;
ბ) ეროვნული ბანკის სამსახურის უფროსი;
გ) ეროვნული ბანკის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ეროვნული ბანკის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ე) ეროვნული ბანკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 70. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) ეროვნული ბანკის განყოფილების უფროსი;
ბ) ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი;
გ) ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი – უსაფრთხოების ოფიცერი.
მუხლი 71. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) ეროვნული ბანკის მთავარი სპეციალისტი;
ბ) ეროვნული ბანკის მთავარი შიდა აუდიტორი;
გ) ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტი;
დ) ეროვნული ბანკის წამყვანი შიდა აუდიტორი;
ე) ეროვნული ბანკის უფროსი სპეციალისტი;
ვ) ეროვნული ბანკის უფროსი შიდა აუდიტორი;
ზ) ეროვნული ბანკის სპეციალისტი;
თ) ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები