დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 21/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №327
2010 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ხელოვნებისა და მეცნირების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №96, მუხ. 1055) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში და აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და კომპეტენცია, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრებს.“;
ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,131“ პუნქტი:
,,131. კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია აგრეთვე ნაყოფიერი შემოქმედებისათვის, საყოველთაოდ აღიარების შემდეგ.“;
გ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში ნაყოფიერი შემოქმედებისათვის, რომელიც მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას და შეიტანს წვლილს შესაბამისი დარგის განვითარებაში.“;
დ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ხელოვნების დარგში – მაღალმხატვრული ნაწარმოებისათვის, რომელიც ასახავს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, ნერგავს თავისუფლებისა და მომავლის რწმენას და მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას, აგრეთვე ნაყოფიერი შემოქმედებისათვის.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები