დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესის დამტკიცების თაობაზე შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტის) თავმჯდომარის 2003 წლის 14_17 ნოემბრის №585/343 ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 679 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 22/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160010.22.033.006764 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.010.22.033.006.764
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანება №679 - №1-1/140
2004 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესის დამტკიცების თაობაზე შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტის) თავმჯდომარის 2003 წლის 14_17 ნოემბრის №585/343 ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის” შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახამად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სავალდებულო სერთიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტის) თავმჯდომარის 2003 წლის 14-17 ნოემბრის №585-№343 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 2003წ., №131, მუხლი 1095) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი (გარდა ელექტროენერგიისა) განკუთვნილი თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად (იმპორტი, რეიმპორტი), რომელზეც საკანონმდებლო აქტებითა და სტანდარტებით განსაზღვრულია მოთხოვნები მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოების, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობების თაობაზე, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას.
2. მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის (გარდა ელექტროენეგიისა) იმპორტი (რეიმპორტი) სათანადო ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის ან აღიარების მოწმობის გარეშე.”
მუხლი 2.
ბრძანების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:
„დ) ელექტროენერგია.”.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ა. ალექსიშვილი
კ. ბენდუქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები