"საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 08/11/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
55
22/10/2010
სსმ, 80, 08/11/2010
"საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №55

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის       23 აპრილის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008” – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის” და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის არჩილ ნიკოლაიშვილის მიმდინარე წლის                      13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის) საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის №46 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხიდან” (დანართი №1) ამოღებულ იქნეს აჭარის რეგიონში მდ. ჩაქვისწყალზე ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგური ,,ხალაჰესი” (13 მგვტ.) №35 და ნუსხა ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

2. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში.

      ა.ხეთაგური