„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 98/01
დოკუმენტის მიმღები ეროვნული ბანკი
მიღების თარიღი 01/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 07/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 290016000.18.011.014828
  • Word
98/01
01/07/2010
სსმ, 81, 07/07/2010
290016000.18.011.014828
„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
ეროვნული ბანკი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.016..000.18.011.014.828

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება № 98/01

2010 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის 11 პუნქტი:

 „11. იმ შემთხვევაში, თუ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტების მონაცემები ნულის ტოლია, მზღვეველი არ არის ვალდებული, მატერიალიზებული ფორმით წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამავე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი დამატებითი კომპონენტი.“.

2. წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. წესის დანართი №2-ის:

ა) მე-2 მუხლის 33-ე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას.

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საპენსიო შემოსავალი – საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარიცხული შემოსავალი.“.

 ბ.ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საპენსიო სქემის საინვესტიციო საქმიანობიდან წარმოშობილი ზარალი – საპენსიო დანაგროვების ინვესტირების შედეგად საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ მიღებული ზარალი.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის მიერ ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსების პროცედურების გამარტივებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის დროულად წარდგენის აუცილებლობით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე