დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 03/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016012 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №360/ნ
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანების (სსმ III, 13.01.2010, №3, მუხ. 24) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ” ქვეპუნქტი:
„ზ) სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის’’ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) (0 და -1 სართულები) რეკონსტრუქცია”.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„1. სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის’’ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) (0 და -1 სართულები) რეკონსტუქცია სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის’’ მიერ ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ მიწოდებული მოცულობებისა და ნახაზების შესაბამისად”.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება (ლარებში) |
| 1 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი |
|
| ა) | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის” შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21); | 12,863,000.00 |
| ბ) | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს” შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია; | 9,237,000.00 |
| გ) | შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოების ნაწილი (მ. შ. გარე და შიდა მოსახვა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, შიდა სანტექნიკის, გარე კანალიზაცის, გარე წყალსადენის, სუსტი დენების, საქვაბისა და სასეირნო გალიის მოწყობა); | 498,978.00 |
| დ) | სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა; | 44,800.00 |
| ე) | სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” ძველი მორგის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება; | 47,439.00 |
| ვ) | შპს „გორის რეგიონალური ონკოლოგიური დისპანსერის „ბერსაბეას” სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება; | 31,701.00 |
| ზ) | სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის” ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) (0 და -1 სართულები) რეკონსტრუქცია. | 46,900.00 |
|
| ქვეჯამი | 22,769,818.00 |
| 2 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი |
|
| ა) | სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) შიდა სატელეფონო კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური საშუალებების (პლატფორმა და კონფიგურაცია) შეძენა და მონტაჟი; | 560,000.00 |
| ბ) | სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა; | 100,000.00 |
| გ) | სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ სხივური თერაპიის აპარატის თერაგამ კობალტის მუხტის შეძენა (გამოცვლა); | 264,178.00 |
| დ) | შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა; | 150,000.00 |
| ე) | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტისა და კატასტროფის შესაბამისი სამსახურებისათვის „GPS მონიტორინგის“ სისტემის შესყიდვა. | 95,000.00 |
|
| ქვეჯამი | 1,169,178.00 |
| 3 | სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის კომპონენტი |
|
|
| ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6 არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის” ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობა. | 6,078,100.00 |
|
| ქვეჯამი | 6,078,100.00 |
| 4 | წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის კომპონენტი |
|
| ა) | სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები; | 730,814.00 |
| ბ) | სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა; | 879,717.00 |
| გ) | სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა. | 468,513.00 |
|
| ქვეჯამი | 2,079,044.00 |
| 5 | საექსპერტო და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი |
|
| ა) | სამუშაოების ექსპერტიზა და საექსპერტო მომსახურება | 49,000.00 |
| ბ) | საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 1,100,860.00 |
| ბ.ა | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; | 600,000.00 |
| ბ.ბ | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება | 252,561.00 |
| ბ.გ | ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6 არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება | 248,299.00 |
|
| ქვეჯამი | 1,149,860.00 |
|
| სულ | 33,246,000.00 |
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები