,,საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 120.340.0.00(.).08..002005
  • Word
311
13/05/2010
120.340.0.00(.).08..002005
,,საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №311

2010 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №48, მუხ. 438) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №60ა პლანშეტი ჩამოყალიბდეს №1 დანართის შესაბამისად;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №60ა პლანშეტის შემდეგ დაემატოს №60ბ პლანშეტი №2 დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყოს სახმელეთო ჯარების საზაფხულო სარიტუალო უნიფორმების შეცვლა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული პლანშეტის შესაბამისად.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი


დანართი № 1

პლანშეტი 60ა

სახმელეთო ჯარების ზაფხულის სარიტუალო უნიფორმა

ზაფხულის სარიტუალო უნიფორმა შედგება:

1. კიტელი: სპილოსძვლისფერი, ეპოლეტებით, აქსელბანდებით, ჩოხის საქილეთი და შვიდი ქილით; კიტელს აქვს ჩოხის სახელოები, საიდანაც გამოდის ახალუხის მანჟეტი. კიტელის მანჟეტებსა და საყელოზე ამოქარგულია ქართული სიმბოლო – ბოლნური ჯვარი. კიტელი იკვრება წინა კალთაზე 5 ღილით. ორი ღილი მაგრდება ეპოლეტებზე. კიტელი დამზადებულია 100%-იანი ბამბის ქსოვილისგან. სამოსის შიდა მხარე დამუშავებულია სარჩულით.

2. შარვალი: იმავე მასალისა და იმავე ფერის; დეკორის სახით გვერდებზე დაყვება შინდისფერი განიერი ზოლი და წვრილი ოქროსფერი კანტები.

3. ქამარი: გადაწყვეტილია დეკორის ფერებში (ოქროსფერი და შინდისფერი), იკვრება ბალთით.

4. ქუდი: კლასიკური წინაფრიანი ქუდი შექმნილია იმავე მასალისგან, იმავე ფერებში. ქუდის წინა მხარეს შინდისფერ ნაწილზე ამოქარგულია ბოლნური ჯვარი დეკორით.

 5. ფეხსაცმელი: შავი ფერის, დაბალყელიანი.

დანართი № 2

პლანშეტი N 60ბ

სახმელეთო ჯარების ზამთრის სარიტუალო უნიფორმა

ზამთრის სარიტუალო უნიფორმა შედგება:

1. კიტელი: წითელი, ეპოლეტებით, აქსელბანდებით, ჩოხის საქილეთი – სიმეტრიულად მარჯვენა და მარცხენა მხარეს 7-7 ლატუნის ქილით. ორბორტიანი, იკვრება 4 ღილზე და დანარჩენი 4 ღილი არის დეკორატიული. კიტელის მანჟეტებსა და საყელოზე ამოქარგულია ბოლნური ჯვრები.

2. შარვალი: შექმნილია შავი შალის ქსოვილისგან, დეკორის სახით გვერდებზე დაყვება კიტელის ფერის (წითელი) განიერი ზოლი.

3. ქამარი: შექმნილია კიტელისავე ქსოვილისგან, გაფორმებულია დეკორით. იკვრება ბალთით.

4. ქუდი: კლასიკური წინაფრიანი ქუდი შექმნილია კიტელისავე ქსოვილისგან. კოკარდის ნაცვლად ქუდის წინა მხარეს ამოქარგულია ბოლნური ჯვარი დეკორით.

5. ფეხსაცმელი: შავი ფერის, მაღალყელიანი.