„გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №1037 ერთობლივ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 751
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 30/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.330.006871
  • Word
751
19/11/2004
სსმ, 138, 30/11/2004
200250000.22.330.006871
„გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №1037 ერთობლივ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.220.330.006.871

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №№751-1422

2004 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №1037 ერთობლივ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებთ:

    მუხლი 1

1. „გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის 1037 ერთობლივი ბრძანების (სსმ III, 2002 წ., 121, მუხლი 1072) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. დაყადაღებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით”.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს საგადასახადო დეპარტამენტი საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) ქონების მესაკუთრის დასახელებასა და მისამართს;

გ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

დ) ქონების საწყის ფასს, რომელიც წარმოადგენს დაყადაღების აქტში მითითებულ დაყადაღებული ნივთის საბაზრო ფასს;

ე) განცხადებას იმის შესახებ, რომ მესამე პირები, რომელთაც გააჩნიათ უფლებები ამ ქონებაზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინონ აუქციონის დაწყებამდე;

ვ) აუქციონის პირობებს.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

გ. პაპუაშვილი