დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კვოტების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 10/04/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.11.113.005231 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/04/2002 - 13/06/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.355
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №2-№56-№84-№01/01-№01/52-№170
2002 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
კვოტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის „ჩ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანაშენე ცხოველების, სანაშენე პროდუქციის, სათესლე მასალის, პესტიციდების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისათვის საჭირო სხვა საშუალებების იმპორტზე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს 2002 წლისათვის სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი, სანაშენე ცხოველების, სანაშენე პროდუქციის, სათესლე მასალის, პესტიციდების და სხვა საშუალებების ჩამონათვალი და ოდენობა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მომართვის, საქონლის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების და საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის წარმოდგენის საფუძველზე.
3. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული პროდუქციის თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროების თანხმობის ერთობლივი წერილის საფუძველზე.
დავით კირვალიძე
ზურაბ ნოღაიდელი
გიორგი გაჩეჩილაძე
ლევან ძნელაძე
დანართი
2002 წელს იმპორტით გათვალისწინებული სანაშენე ცხოველების, სანაშენე პროდუქციის, სათესლე მასალის და პესტიციდების ჩამონათვალი:
სასაქონლო კოდი
1. სანაშენე მსხვილი რქოსანი პირუტყვი–500 (ხუთასი) სული – 010210000
2. სანაშენე ღორი – 500 (ხუთასი) სული – 010310000
3. სანაშენე ცხვარი და თხა – 500 (ხუთასი) სული – 010410900
4. სანაშენე ფრინველი და ერთდღიანი წიწილა – 500 000 (ხუთასი ათასი) ფრთა – 010511000
5. სანაშენე საინკუბაციო კვერცხი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ცალი – 040700900
6. ღრმად გაყინული სანაშენე კუროების სპერმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) დოზა – 051100000
7. აბრეშუმის გრენა – 40 (ორმოცი) კგ. – 500100000
8. პესტიციდები – 3000 (სამი ათასი) ტონა – 380820900
9. საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების თესლეული – 10 000 (ათი ათასი) ტონა
მათ შორის:
– საშემოდგომო ხორბალი – 4350 – 100110100
– საშემოდგომო ქერი –500 – 100300100
– საგაზაფხულო ხორბალი –150 – 100110100
– საგაზაფხულო ქერი –150 –100300100
– მზესუმზირა –350 –120600100
– სიმინდი –100 –100590000
– ბოსტნეული –50 070100000 – 070990900
– კარტოფილი – 4300 – 070110000
– ლობიო –50 – 071331100
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები