დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 26/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.087 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/10/2004 - 20/01/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №88
2004 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) მინისტრის აპარატი;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სამსახური;
ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი“.
2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადება;
კ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათი შიდა ერთეულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;
მ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ნ) სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
ო) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
პ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ჟ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა ფინანსური პოლიციისა) სამსახურებრივი საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალების გამო საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი; სამინისტროს სისტემის (გარდა ფინანსური პოლიციისა) უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; იარაღის ტარების უფლების მქონე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება;
რ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ორგანიზაციათა ბიუჯეტის პროექტის შედგენა და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ს) წლიური საბიუჯეტო კანონით ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ტ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
უ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით“.
3. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-20, 23-ე, 24-ე, 30-ე და 31-ე მუხლები.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები