დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №252
2010 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის № 72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის № 72 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., № 12 მუხ. 131) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.”;
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ლ” ქვეპუნქტი:
,,ლ) მონიტორინგის განყოფილება.”;
გ) მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:”;
დ) მე-9 მუხლის მე-9 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ”, ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტები;
ე) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-11 პუნქტი:
,,11. მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქსტატის საქმიანობის ფარგლებში საქსტატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება;
გ) საქსტატის სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.’’.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები