დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე"საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 876 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 03/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.08.002.016043 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №876
2010 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №31, მუხ. 550) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებასთან ერთად 3 წელიწადში ერთხელ მოამზადოს მისი შემოკლებული ვარიანტი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირების მიზნით.”;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ბ.ა) მე-5 მუხლის ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) მე-5 მუხლის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ეროვნული კლასიფიკატორი – ,,საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 ,,ეკონომიკური საქმიანობის სახეების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის 1-1-/282 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 ,,ეკონომიკური საქმიანობის სახეები”;
თ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.”;
ბ.გ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში
ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;
ბ) დადგენილი წესით უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების განხილვის პროცესში;
გ) მოაწყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების საჯარო განხილვა და თავისი წინადადებები და შენიშვნები გაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს;
დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით აიმაღლოს ეკოლოგიური განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე;
ე) განახორციელოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი სხვა უფლებები.
მუხლი 7. ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებები და ვალდებულებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში
1. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება აქვთ:
ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;
ბ) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის განხილვის პროცესში;
გ) განახორციელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი სხვა უფლებები.
2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელ ორგანოს მათთნ დაცული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად.”;
ბ.დ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ.ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მონაწილეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებები.
3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ და რეგიონულ მოხსენებას უნდა ჰქონდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა.
4. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.”;
ბ.ვ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა:
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შედგება შემდეგი კარებისაგან:
ა) კარი I. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები;
ბ) კარი II. ჰაერის დაცვა;
გ) კარი III. წყლის რესურსების დაცვა;
დ) კარი IV. მიწის რესურსების დაცვა;
ე) კარი V. ცოცხალი გარემოს დაცვა;
ვ) კარი VI. ნარჩენები და სხვა გარემოსდაცვითი საკითხები;
ზ) კარი VII. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე;
თ) კარი VIII. გარემოს დაცვის მართვა.”;
ბ.თ) მე-13-17 მუხლები ამოღებულ იქნეს;
ბ.ი) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. გარემოს მდგომარეობის ამსახველი სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები სამინისტროს აწვდიან სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შემცველ შესაბამის ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.”;
ბ.კ) III კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კარი III
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შინაარსი”;
ბ.ლ) V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შინაარსი
მუხლი 19. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები
1. გარემოზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) მოსახლეობასა და მის დინამიკას;
ბ) შინამეურნეობებს;
გ) ეკონომიკას;
დ) ინფრასტრუქტურას;
ე) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის ხარისხი
1. ატმოსფერული ჰაერის ხარისხი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს ;
ბ) სახელმწიფო რეგულირების საკითხებს ;
გ) ჰაერის ხარისხს საქართველოში;
დ) ჰაერის დაბინძურების მიზეზებს ;
ე) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მი მწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია :
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
მუხლი 21. კლიმატის ცვლილება
1. კლიმატის ცვლილება მოიცავს შემდეგ საკითხებს :
ა) შესავალს:
ა.ა) კლიმატის ცვლილების მიზეზებს და შედეგებს;
ა.ბ) საერთაშორისო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ;
ბ) კლიმატის ცვლილების გამოვლინებას საქართველოში;
გ) საქართველოს წილს სათბური აირების მსოფლიო ემისიებში;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 22. ზედაპირული მტკნარი წყლები
1. ზედაპირული მტკნარი წყლები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს:
ა.ა) საქართველოს ზედაპირული მტკნარი წყლის რესურსებს;
ა.ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო დაცვას;
ბ) ზედაპირული მტკნარი წყლების ხარისხს;
გ) ზედაპირული წყლების დაბინძურების მიზეზებს;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
დ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
მუხლი 23. მიწისქვეშა წყლები
1. მიწისქვეშა წყლები მოიცავს შემდეგ საკითხებს :
ა) შესავალს :
ა.ა) საქართველოს მიწისქვეშა წყლის რესურსებს ;
ა.ბ) მიწისქვეშა წყლების სახელმწიფო დაცვას ;
ა.გ) მიწისქვეშ ა წყლების მოხმარებას ;
ბ) მიწისქვეშა წყლების დაბინძურების დონეს;
გ) მიწისქვეშა წყლების დაბინძურების მიზეზებს;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 24. შავი ზღვის სანაპირო წყლები
1. შავი ზღვის სანაპირო წყლები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (საერთაშორისო და ეროვნული რეგულირება);
ბ) შავი ზღვის წყლების მდგომარეობას;
ბ.ა) საერთაშორისო მონიტორინგს;
ბ.ბ) საქართველოს სანაპირო წყლების მონიტორინგს;
ბ.გ) შავი ზღვის გარემოს მდგომარეობას;
ბ.დ) საქართველოს სანაპირო წყლების მდგომარეობას;
გ) სანაპირო წყლების დაბინძურების მიზეზებს;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 25. წყლის რესურსების გამოყენება
1. წყლის რესურსების გამოყენება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (სახელმწიფო რეგულირება);
ბ) არსებულ მდგომარეობას:
ბ.ა) წყალაღებას;
ბ.ბ) სასმელი წყლის ხარისხს;
ბ.გ) წყალჩაშვებებს;
ბ.დ) წყლის ობიექტების დიფუზურ დაბინძურებას;
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 26. მიწის რესურსები და ნიადაგები
1. მიწის რესურსები და ნიადაგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (საქართველოს მიწის რესურსები და ნიადაგები);
ბ) მიწების და ნიადაგების მდგომარეობას (გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია);
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 27. სტიქიური მოვლენები
1. სტიქიური მოვლენები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (სახელმწიფო რეგულირება);
ბ) საქართველოში გავრცელებულ სტიქიურ მოვლენებს:
ბ.ა) სტიქიურ მოვლენათა სიხშირის ცვლილების დინამიკას;
ბ.ბ) სტიქიური მოვლენების გახშირების მაპროვოცირებელ ფაქტორებს;
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 28. მინერალური რესურსები
1. მინერალური რესურსები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (სახელმწიფო რეგულირება);
ბ) მინერალური რესურსების მარაგი;
გ) მინერალური რესურსების მოპოვების ზემოქმედებას გარემოზე;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
გ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
მუხლი 29. ბიომრავალფეროვნება
1. ბიომრავალფეროვნება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (სახელმწიფო რეგულირება);
ბ) არსებულ მდგომარეობას:
ბ.ა) სახეობებს;
ბ.ბ) ეკოსისტემებს და ჰაბიტატებს;
ბ.გ) დაცულ ტერიტორიებს;
ბ.დ) ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნულ გეგმას;
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 30. ნადირობა და თევზჭერა
1. ნადირობა და თევზჭერა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ნადირობას (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);
ბ) თევზჭერას (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 301. ნარჩენები
1. ნარჩენები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (სახელმწიფო რეგულირება);
ბ) საქართველოში არსებულ მდგომარეობას ნარჩენების მხრივ:
ბ.ა) ნარჩენების წარმოქმნას;
ბ.ბ) ნარჩენების გადამუშავებას;
ბ.გ) ნარჩენების გაუვნებელყოფას და განთავსებას;
გ) ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურას;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 302. ქიმიკატები
1. ქიმიკატები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს (სახელმწიფო რეგულირება);
ბ) არსებულ მდგომარეობას;
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 303. მაიონებელი გამოსხივება
1. მაიონებელი გამოსხივება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს:
ა.ა) მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივ წყაროებს;
ა.ბ) მაიონებელი გამოსხივების ანთროპოგენულ წყაროებს;
ბ) რადიაციულ მონიტორინგს საქართველოში და მის შედეგებს;
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 304. სოფლის და სატყეო მეურნეობა
1. სოფლის და სატყეო მეურნეობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს;
ბ) სოფლის მეურნეობის მდგომარეობას და ზემოქმედებას გარემოზე;
გ) სატყეო მეურნეობის მდგომარეობას და ზემოქმედებას გარემოზე;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
მუხლი 305. ტრანსპორტი
1. ტრანსპორტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს;
ბ) ტრანსპორტის სექტორის მდგომარეობას და ზემოქმედებას გარემოზე;
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 306. მრეწველობა და ენერგეტიკა
1. მრეწველობა და ენერგეტიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) მრეწველობის მდგომარეობას და ზემოქმედებას გარემოზე;
ბ) ენერგეტიკის მდგომარეობას და ზემოქმედებას გარემოზე;
გ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
მუხლი 307. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა
1. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს;
ბ) გარემოს დაცვის დაგეგმვას;
გ) გარემოს დაცვის დაფინანსებას;
დ) გარემოს დაცვის შეფასებას;
ე) საერთაშორისო თანამშრომლობას.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 308. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი
1. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს;
ბ) ლიცენზიებს;
გ) ნებართვებს;
დ) გარემოსდაცვით რეგლამენტებს და წესებს;
ე) გარემოსდაცვით კონტროლს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 309. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება
1. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) შესავალს;
ბ) გარემოსდაცვით განათლებას და ცნობიერების ამაღლებას;
გ) გარემოსდაცვით კვლევებს;
დ) ძირითად გამოწვევებს.
2. ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.”;
ბ.მ) VI და VII თავები ამოღებულ იქნეს;
ბ.ნ) 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელი ორგანოა სამინისტრო.”;
ბ.ო) 49-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ.პ) 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვადები
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნიდან.”;
ბ.ჟ) 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. დამოუკიდებელ ექსპერტთა და ორგანიზაციათა მონაწილეობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილეობის მიზნით სამინისტრომ შესაძლებელია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა შესაბამისი ორგანიზაციები.
2. გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მოწვევის შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;
ბ.რ) 53-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ.ს) 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 თვისა მიაწოდონ სამინისტროს მათთან დაცული შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.”;
ბ.ტ) 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ.უ) 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. საქართველოს პრეზიდენტისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების წარდგენის ვადები
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების პროექტი დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს სამ წელიწადში ერთხელ.”;
ბ.ფ) 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესახებ საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესახებ ცალკეულ პირთა წინადადებებს განიხილავს სამინისტრო.”;
ბ.ქ) 64-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ.ღ) 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გავრცელება
1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტამბური წესით ბეჭდვასა და გავრცელებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ოპტიმალურ ტირაჟს განსაზღვრავს სამინისტრო.
3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გავრცელება ხდება უსასყიდლოდ.”;
ბ.ყ) 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.შ) 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ჩ) 68-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები