დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 06/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №213
2010 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 11 მარტს ქ. რომში ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს იტალიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესავლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები