საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 23/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 31/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.223.006273
  • Word
14
23/12/2003
სსმ, 153, 31/12/2003
300380000.16.223.006273
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.111.223.006.273

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ძანება №14

2003 წელი 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე

ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13(20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებულ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №5, 16.01.02, მუხლი 40) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” შეტანილ იქნს შემდეგი შინაარსის XV კარი:

„კარი XV

ინვესტორის მიერ ხელშეკრულებითა და ლიცენზიის პირობებით უფლებება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა

თავი LXXXI

ზოგადი დებულებები

    მუხლი 294. კარის მიზანი და აღწერილობა

1. ეს კარი განსაზღვრავს ინვესტორის მიერ ხელშეკრულებითა და ლიცენზიის პირობებით განსაზღრული თავისი უფლება-მოვალეობების, საკუთრების ან ინტერესის სხვა პირისათვის გადაცემის პროცედურებს (შემდგომში უფლება-მოვალეობის გადაცემა ან გადაცემა).

2. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონის ნავთობისა და გაზის შესახებ” და წინამდებარე წესების შესაბამისად. ნებისმიერი გარიგება ინვესტორის უფლება-მოვალეობების გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა საქართველოს კანონის ნავთობისა და გაზის შესახებ” და წინამდებარე წესების გაუთვალისწინებლად ან დარღვევით, ითვლება უკანონოდ.

    მუხლი 295. უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა

1. ინვესტორი უფლებამოსილია ხელშეკრულებითა და ლიცენზიის პირობებით განსაზღრული თავისი უფლება-მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს თავის აფილირებულ კომპანიას ან მესამე მხარეს.

    მუხლი 296. უფლება-მოვალეობების გადაცემის საერთო პირობები

1. უფლება-მოვალეობების გადაცემის საფუძველს წარმოადგენს ინვესტორისა და უფლება-მოვალეობების მიმღები პირის მიერ სახელმწიფო სააგენტოსადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულებით და ლიცენზიის პირობებით განსაზღრული თავისი უფლება-მოვალეობების ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შესახებ.

2. პირმა, რომელიც კისრულობს ინვესტორის მიერ გადაცემული უფლება-მოვალეობების შესრულებას, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა უფლება-მოვალეობების მიღების შესახებ და ამ წესების 224-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ძალაში შესვლის თარიღამდე ოცდაათი (30) დღით ადრე, მხარეები ვალდებულნი არიან სააგენტოს მიაწოდონ შეტყობინბა გადაცემის თაობაზე.

    მუხლი 297. უფლება-მოვალეობების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები

უფლება-მოვალეობების გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი სააგენტოს უნაზღაურებს გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს და იხდის ამგვარი გადაცემისათვის დაწესებულ მოსაკრებელს.

თავი LXXXII

აფილირებული კომპანიისათვის გადაცემა

    მუხლი 298. აფილირებულ კომპანიაზე გადაცემის დამტკიცება

1. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების აფილირებულ კომპანიაზე გადაცემის შემთხვევაში, 296-ე მუხლში მითითებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტო წერილობით უდასტურებს მხარეებს უფლება-მოვალეობების გადაცემას. ამგვარ შეტყობინებას ხელს აწერს სააგენტოს უფროსი და მოწმდება სააგენტოს ბეჭდით.

2. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების აფილირებულ კომპანიაზე გადაცემის შემთხვევაში, ინვესტორი პასუხისმგებელია ხელშეკრულებით და ლიცენზიის პირობებით განსაზღრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

თავი LXXXIII

მესამე მხარისათვის გადაცემა

    მუხლი 299. „მესამე მხარის” განმარტება

ამ კარის მიზნებისათვის მესამე მხარე” ნიშნავს ერთ ან რამდენიმე პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულებით და ლიცენზიის პირობებით განსაზღრული უფლება-მოვალეობები გადაეცემა ინვესტორის მიერ.

მესამე მხარე” წარმოადგენს არააფილირებულ კომპანიას.

    მუხლი 300. მესამე მხარისათვის უფლება-მოვალეობების გადაცემის საფუძვლები

1. ხელშეკრულებით ან ლიცენზიის პირობებით განსაზღრული უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის გადაცემა ძალაში შევა მხოლოდ სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემდეგ.

2. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის გადაცემას არ ექნება იურიდიული ძალა, თუ მხარეების მიერ არ იქნა დადასტურებული წერილობითი დოკუმენტის (გადაცემის აქტი) ხელმოწერით.

3. უფლება-მოვალეობების გადაცემის აქტს არ ექნება იურიდიული ძალა, თუ იგი არ შეიცავს მესამე მხარის ღია, პირდაპირ და ნათელ თანხმობას, რომ მესამე მხარე იკისრებს გადაცემულ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული ყველა პირობისა და ვალდებულების შესრულებას და დაიცავს ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას და სააგენტოს სამართლებრივ აქტებს.

4. უფლება-მოვალეობების გადაცემის ძალაში შესვლის დღემდე ოცდაათი (30) დღით ადრე, ინვესტორი ვალდებულია 296-ე მუხლში მოცემულ შეტყობინებასა და დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს მიაწოდოს უფლება-მოვალეობების გადაცემის ხელშეკრულება და გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადაცემის აქტი). ზემოაღნიშნული დოკუმენტების ასლები ყველა დანართთან ერთად ხელმოწერილი უნდა იყოს გადაცემის მონაწილე მხარეების მიერ და დამოწმებული ნოტარიულად.

5. შემოთავაზებულ გადაცემასთან დაკავშირებით მხარეებმა დამატებით უნდა მიაწოდონ სააგენტოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თუ ინვესტორი წარმოადგენს იურიდიულ პირს ან ამხანაგობას (კონსორციუმს), ინვესტორის აქციონერების, სამეთვალყურეო საბჭოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილება (კორპორაციული გადაწყვეტილება), რომლითაც უფლება ენიჭება ინვესტორს: 1. მონაწილეობა მიიღოს უფლება-მოვალეობების გადაცემის ხელშეკრულებაში; 2. გააფორმოს და აღასრულოს უფლება-მოვალეობების გადაცემის აქტი. ინვესტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სათანადოდ უნდა დაადასტუროს ამგვარი კორპორაციული გადაწყვეტილება;

ბ) რწმუნებულება, ინვესტორის წარმომადგენელზე (თანამშრომლებზე), რომელსაც ენიჭება უფლებამოსილება წარმოადგინოს და იმოქმედოს უფლება-მოვალეობების გადამცემის სახელით. ეს რწმუნებულება სათანადოდ უნდა იყოს დამოწმებული უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ;

გ) თუ მესამე მხარე, უფლება-მოვალეობების მიმღები (შემდგომში მიმღები), წარმოადგენს იურიდიულ პირს ან ამხანაგობას (კონსორციუმს), მესამე მხარის კორპორაციული გადაწყვეტილება, რომელიც უფლებას ანიჭებს მიმღებს: 1. მონაწილეობა მიიღოს უფლება-მოვალეობების გადაცემის ხელშეკრულებაში; 2. გააფორმოს და აღასრულოს უფლება-მოვალეობების გადაცემის აქტი; 3. თანხმობა განაცხადოს ხელშეკრულებით ან/და ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების შესრულებაზე. მესამე მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენლმა სათანადოდ უნდა დაადასტუროს ამგვარი კორპორაციული გადაწყვეტილება;

დ) რწმუნებულება, მესამე მხარის წარმომადგენელზე (თანამშრომლებზე), რომელსაც ენიჭება უფლებამოსილება წარმოადგინოს და იმოქმედოს უფლება-მოვალეობების მიმღების სახელით. რწმუნებულება სათანადოდ უნდა იყოს დამოწმებული სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ;

ე) მესამე მხარს საწესდებო დოკუმენტაცია და უცხოელი ინვესტორის შემთხვევაში, აგრეთვე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კომპანიის საიმედოობის დამადასტურებელი დოკიმენტაცია. ზემოაღნიშნული დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს სააგენტოში წარმოდგენამდე 6 თვით ადრე.

6. სახელმწიფო სააგენტო ვალდებულია დარწმუნდეს მესამე მხარის ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებში და გამოცდილებაში. ამ მიზნით, სააგეტო უფლებამოსილია ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, ხელშეკრულების, ამ წესების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

    მუხლი 301. სააგენტოს გადაწყვეტილება

1. მე-300 მუხლის მიხედვით შეტყობინებისა და აღნიშნული დოკუმენტების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში სააგენტო წერილობით აცნობებს მხარეებს თავის გადაწყვეტილებას უფლება-მოვალეობების გადაცემასთან დაკავშირებით.

2. თუ სააგენტო არ ეთანხმება მესამე მხარისთვის უფლება-მოვალეობების წარმოდგენილ გადაცემას, მან უნდა წარმოადგინოს უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზი.

3. სააგენტოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს სააგენტოს უფროსი და მოწმდება სააგენტოს ბეჭდით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

გ. ითონიშვილი