დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 01/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 13/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.16.223.005813 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.161.223.005.813
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბრძანება �7
2003 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის �2 ბრძანებაში �ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ� ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
�ნავთობისა და გაზის შესახებ� საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე �13(20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:
��� მუხლი 1
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის �2 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე �5, 16.01.02, მუხლი 40) �ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი კარის VII თავში �გამოყენებული ტერმინები� შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ტერმინი �დამტკიცებული მარაგები� ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��დადასტურებული მარაგები� ნიშნავს ნავთობისა და გაზის იმ რაოდენობას, რომელიც გეოლოგიურ და საინჟინრო მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, არსებული ეკონომიკური პირობების, საოპერაციო მეთოდებისა და სახელმწიფო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, დადასტურებით შეიძლება შეფასდეს როგორც კომერციულად ათვისებადი. დადასტურებული მარაგები შეიძლება დაიყოს დამუშავებულ და დაუმუშავებელ მარაგებად.�;
ბ) ტერმინი �სავარაუდო მარაგები� ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��სავარაუდო მარაგები� ნიშნავს იმ დაუდასტურებელ მარაგებს, რომელთა გეოლოგიური და საინჟინრო მონაცემთა ანალიზი უჩვენებს, რომ მოპოვება მოსალოდნელია. ამ კონტექსტში, შეფასების ალბათობის მეთოდების გამოყენებით, ალბათობა იმისა, რომ ფაქტობრივად მოპოვებული რაოდენობა აღემატება ან ტოლია დადასტურებული და სავარაუდო მარაგების ჯამისა, უნდა იყოს არანაკლებ 50%-ისა.�;
გ) ტერმინი �შესაძლებელი მარაგები� ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��შესაძლებელი მარაგები� ნიშნავს იმ დაუდასტურებელ მარაგებს, რომელთა მოპოვება უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი გეოლოგიური და საინჟინრო მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე, ვიდრე სავარაუდო მარაგებისა. ამ კონტექსტში, შეფასების ალბათობის მეთოდების გამოყენებით, ალბათობა იმისა, რომ ფაქტიობრივად მოპოვებული რაოდენობა აღემატება ან ტოლია დადასტურებული, სავარაუდო ან შესაძლებელი მარაგების ჯამისა, უნდა იყოს არანაკლებ 10%-ისა.�.����
2. XII კარის LXVI თავს დაემატოს 2301 მუხლი.
�მუხლი. 2301. მარაგების წლიური ანგარიში.
1. ყველა ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს წარმოუდგინოს შესაბამის სახელშეკრულებო ფართობზე არსებული მარაგების წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე. მარაგების წლიური ანგარიში:
ა) უნდა შეიცავდეს დადასტურებული, სავარაუდო და შესაძლებელი მარაგების გამოთვლილ რაოდენობას;
ბ) უნდა ასახავდეს ნავთობისა და გაზის მარაგების ყველა ცვლილებას საანგარიშო წლის განმავლობაში.
2.� ყველა ოპერატორმა მარაგების წლიური ანგარიში უნდა მოამზადოს და წარადგინოს საინფორმაციო მიზნით და მისი დამტკიცება სააგენტოს ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ სავალდებულო არ არის. მარაგების წლიური ანგარიში სახელმწიფო სააგენტოს წარედგინება მხოლოდ �ნავთობის ეროვნული კომპანია �საქნავთობის� მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ.�.
��� მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ითონიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები