"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10/40
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016013
  • Word
10/40
28/10/2010
სსმ, 49, 11/11/2010
010250020.35.111.016013
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №10/40

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ”            მე-20 მუხლის შესაბამისად

           მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/32 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010 წ., მუხ.1014) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ყოველთვიურად განიხილავს მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ზ) განიხილავს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს”.

           მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის

საკრებულოს თავმჯდომარე        ი.საღინაძე