"თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10/39
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016012
  • Word
10/39
28/10/2010
სსმ, 49, 11/11/2010
010260020.35.111.016012
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულ

დადგენილება №10/39

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ფოთი

 „თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ   თვითმმართველი     ქალაქ   ფოთის   საკრებულოს 2010   წლის   23   სექტემბრის №9/30 დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის  44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის  შესაბამისად,

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების  დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის  №9/30  დადგენილებაში (სსმ V, 35, 08.10.2010 წ., მუხ.1012)  და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

1. დადგენილების სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო”  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თვითმმართველი ქალაქ ფოთის  მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო”  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულება   თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.

2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-12 და მე-13 მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის  1 იანვრიდან”.

3. დადგენილების მე-5 პუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 21 თებერვლის №3/12 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ”.

4. დებულების სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო”  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თვითმმართველი ქალაქ ფოთის  მერიის დებულება”.

5. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მერია არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის  დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას”.

6. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო”  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის მერიის მოვალეობების განხორციელების მიზნით და მერიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე:”;

ბ) „მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობას – მერიას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს”.

გ) „მე-16 მუხლის პირველი პუნქტი, ადგილობრივ თვითმმართველობას – მერიას მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება და მერის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი”;

დ) „მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობას – მერიას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო  განყოფილება”.

7. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი  შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის   სამსახური”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე