"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10/38
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 11/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.111.016011
  • Word
10/38
28/10/2010
სსმ, 49, 11/11/2010
010250040.35.111.016011
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულ

დადგენილება №10/38

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებაში (სსმ V, 35, 08.10.2010 წ., მუხ.1011) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები „არჩეული წევრებისაგან” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან”.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწაზე ქონების გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.”

3. დებულების მე-12 მუხლის „დ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები”.

4. დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი”.

5. დებულების 51-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მორიგი” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:”.

6. დებულების 87-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ და ამ დებულებით (რეგლამენტით).

7. დებულების 90-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „გამგეობის” ნაცვლად ჩაიწეროს „მერიის” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და, საჭიროების შემთხვევაში, მერიის დასკვნის არსებობისას. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის”.

8. დებულების 115-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე