დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №200
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ.1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„ 21. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის:
ა) უფროსი;
ბ) უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
გ) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;
დ) შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;
ე) ტერიტორიული ორგანოს უფროსი და მისი მოადგილე;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი;
ზ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი.“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 35-ე დღეს.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები