დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 30-29 ნოემბრის №463-№420/ნ ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 311/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 18/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470160000.22.035.010212 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
470.160.000.22.035.010.212
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №131/ნ-№109
2007 წლის 12-17 აპრილი
ქ. თბილისი
„სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 30-29 ნოემბრის №463-№420/ნ ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის 12 პუნქტის შესრულების მიზნით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 30-29 ნოემბრის №463-№420/ნ ერთობლივ ბრძანებას (სსმ III, 2001 წ., №130, მუხ. 927) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დამტკიცდეს „პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სხვა ადამიანისათვის მკურნალობის მიზნით გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესი“ (თან ერთვის).“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
გ. ქავთარაძე
პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სხვა ადამიანისათვის მკურნალობის მიზნით გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესი
პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სხვა ადამიანისათვის მკურნალობის მიზნით გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმებისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
1. სათანადოდ ლიცენზირებული სამკურნალო დაწესებულების დასკვნა, რომ კონკრეტული დიაგნოზის შემთხვევაში მსგავსი გადანერგვა მნიშვნელოვანი ალბათობით გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას.
2. სამკურნალო დაწესებულების დასკვნა რეციპიენტის ზუსტი დიაგნოზის შესახებ.
3. პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ:
ა) პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლი აღებულია და ინახება საქართველოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;
ბ) დონორის სისხლი HLA ტიპირების თვალსაზრისით თავსებადია პოტენციური რეციპიენტის სისხლთან.
4. პოტენციური რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა მსგავსი გადანერგვის შესახებ.
5. გადანერგვის მწარმოებელ სამკურნალო დაწესებულებასთან ან შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან არსებული ეთიკური კომისიის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დაგეგმილი გადანერგვა შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები