დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 05/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.143.016014 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/11/2010 - 26/11/2010)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქალაქი ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, აღასრულებს საკრებულოსა და გამგებლის გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი წარწერით: „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური“.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქალაქი ხაშური, ტაბიძის ქ. №2, ადმინისტრაციული შენობის მე-4 სართული.
მუხლი 2. სამსახურის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სამსახური უზრუნველყოფს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ხარჯვისათვის შესყიდვების განხორციელებას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნას და შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას.
2. სამსახურის ფუნქციაა:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება;
გ) ტენდერების და კანონით დადგენილი ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის ორგანიზება;
დ) შესყიდვის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ე) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული ანგარიშების შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3. სამსახურის მართვა და პერსონალი
1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 4. სამსახურის პერსონალი
1. სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის საშტატო განრიგით.
2. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის მოსამსახურეები:
ა) სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელს აწერენ მომზადებულ დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;
გ) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები