დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებში” ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 31/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.22.024.006961 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.22.024.006.961
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/290
2004 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, საქართველოს კანონების ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ვბრძანებ:
1. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №111, მუხლი 791) დამტკიცებული ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების” მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ვფწ-ით ფრენა ღამით
ერთძრავიანი სამოქალაქო სხ-ს და მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულფრენის ღამე ვფწ-ით ფრენა ნებადართულია მხოლოდ სასწავლო-საწვრთნელი მიზნით და მხოლოდ იმ აეროდრომის რაიონში, რომელიც სადღეღამისო ფრენებისათვის არის განკუთვნილი”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები