დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №196
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
1. „ შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების თანდართული ნუსხა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 ნოემბრის №882 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა
1. ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი;
ბ) რევოლვერი.
2. საბრძოლო მასალა – პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები