„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 24/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
188
25/03/2010
სსმ, 31, 24/03/2010
000000000.00.00.000000
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №188

2010 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №145, მუხ. 1614)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამონაკლის შემთხვევებში, დასაბრუნებელი მოწმობა შესაძლებელია გაიცეს სამ თვემდე მოქმედების ვადით, თუ:

ა) ეს დაკავშირებულია საქართველოში დასაბრუნებლად სატრანზიტო ვიზის მიღებასთან;

ბ) პირი იმყოფება სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, რაც დასტურდება ოფიციალური შეტყობინებით.“;

ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა სამ თვემდე მოქმედების ვადით გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში მყოფ პირებზე.

4. დაუშვებელია სამ თვემდე მოქმედების ვადით გაცემული დასაბრუნებელი მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი