დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ლიკვიდაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 03/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.350 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №216
2005 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ლიკვიდაციის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებზე ადრე გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები