"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016011
  • Word
31
01/11/2010
სსმ, 49, 11/11/2010
010260020.35.121.016011
"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 31

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს 18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მუხლების, პუნქტებისა და ქვეპუნქტების ნუმერაცია ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი 1).

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძემ.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    დ. კაკაბაძე

 

 დანართი 1

 ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1.  ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურისა და ძეგლთა დაცვის ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების და პროგრამების მომზადებას, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ამ დებულების შესაბამისად;

3.  სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;

4.  სამსახური ასრულებს საქართველოს ძეგლთა დაცვის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს;

5. სამსახურის სტრუქტურას და საშტატო განრიგს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;

6.  სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტი.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ვალდებულებები

1.  თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

2.  წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;

3.  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;

4.  კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

5.  სამსახურის მართველობის სფეროში შემავალ სამსახურებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;

6.  საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილება

1.  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული სამსახურების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

2.  სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები.

3.  მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

4.  განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებათა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

1.  სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას;

2.  სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;

3.  სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის გამართულ მუშაობას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლებს შორის ანაწილებს სამსახურებრივ ფუნქციებს.

    მუხლი 5.სამსახურის მოხელეთა ფუნქციური მოვალეობები

1.  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით შესრულებას;

ბ) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დაქვემდებარებული სამსახურების მუშაობას;

გ) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალურ გამგეობასა და საკრებულოს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

დ) ზრუნავს ეროვნული საგანძურის დაცვაზე, პოპულარიზაციაზე;

ე) დროულად და სრულყოფილად ასრულებს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებებს შესაბამის სამსახურებთან ერთად, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში. უზრუნველყოფს სამსახურის გამართულ მუშაობას.

2. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდული საქმთა სამსახურის სპეციალისტი. საკურატორო სფერო; კულტურა განათლება, ძეგლთა დაცვა-ფუნქციათა განაწილების შესაბამისად პასუხს აგებს და ვალდებულია თანმიმდევრულად მოახსენოს სამსახურის უფროსს, საკურატორო სფეროში ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

ა) თავის კომპენტენციის ფარგლებში ადგენს წლიურ კვარტალურ და თავის სამუშაო გეგმას;

ბ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს სამსახურის უფროსს ანგარიშს წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.

გ) ხელმძღვანელობს, პრაქტიკულ დახმარებას უწევს და აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების მუშაობას და წარუდგენს მათი საქმიანობის შესახებ წინადადებებს და რეკომენდაციებს სამსახურის უფროსს;

დ)ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

3. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტები: საკურატორო სფერო; სპორტი, ახალგაზრდული.

ა) ხელმძღვანელობს, პრაქტიკულ დახმარებას უწევს და აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სპორტული სფეროს (საფეხბურთო სკოლა, სპორტსკოლა) მუშაობას და წარუდგენს მათი საქმიანობის შესახებ წინადადებებს და რეკომენდაციებს სამსახურის უფროსს;

ბ) უზრუნველყოფს ფუნქციათა განაწილების შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რაიონში არსებული ყველა ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებაში აქტიურ ხელშეწყობას, ახალგაზრდობის საქმიანობაზე კონტროლის დაწესებას და დახმარებას, წარუდგენს მათი საქმინობის შესახებ წინადადებებს და რეკომენდაციებს სამსახურის უფროსს.

გ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს სამსახურის უფროსს ანგარიშს წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.

დ) ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულება

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.