"ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.121.016004
  • Word
24
01/11/2010
სსმ, 49, 11/11/2010
010250040.35.121.016004
"ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №3 დადგენილებაში   ცვლილებების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების დამტკიცება“.

  2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება“ .

3.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა“ .

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, გამგებლის წარდგინებით ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს“.

5. დადგენილებით დამტკიცებული 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ( თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, უნდა გადაეცეს საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.

  მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძემ.

   მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე         დ. კაკაბაძე