„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 17/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
171
16/03/2010
სსმ, 29, 17/03/2010
000000000.00.000.000000
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №171

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №74, მუხ. 653) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე შუამდგომლობით (თხოვნით) მიმართავენ ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები უშუალოდ ან მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი (წევრები), ცალკეული პირები, პირთა ჯგუფები, ორგანიზაციები და უწყებები. შეწყალების შუამდგომლობას (თხოვნას) იღებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური, რის შემდეგაც შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურს (შემდეგში – სამსახური).

2. შეწყალების თაობაზე შუამდგომლობის (თხოვნის) შემოსვლიდან ერთ თვეში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო დოკუმენტების გამოთხოვას, რომელთა საფუძველზეც ადგენს ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიაზე განსახილველად.

3. შესაბამისი უწყება ვალდებულია დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე სამსახურის თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში უზრუნველყოს საჭირო მასალების სამსახურში გადაგზავნა. ამასთან, მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხის განხილვის პროცესში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს.“;

ა.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახური კომისიას წარუდგენს ინფორმაციას იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ ექვემდებარებიან შეწყალებას. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამ პირთა შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

8. კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად, სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად განკარგულებათა პროექტების მომზადებას და განკარგულებებიდან ამონაწერების დანიშნულებისამებრ გაგზავნას.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) დასკვნისათვის შეწყალების საქმის მასალებთან ერთად შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებს.“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ხოლო სასჯელმოხდილი პირის შეწყალების თაობაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ეგზავნება სასჯელის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც აცნობებს მსჯავრდებულს კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე.“;

დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სასჯელის აღმ სრულებელი ორგანო მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სამსახურს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი