"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 15/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.169.016008
  • Word
37
29/10/2010
სსმ, 50, 15/11/2010
010250040.35.169.016008
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №37

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს საკრებულოს აპარატის დებულების მე- 8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.;

გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო, ხოლო საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას – საკრებულოს თავმჯდომარე.

2. დადგენილება ამოქმდდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზინის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                          ზ. ფიროსმანაშვილი