დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 15/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.169.016007 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგ ენს:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების შესავალი ნაწილი (პრეამბულა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგ ენს: “;
ბ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად ჩაიწეროს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ამოღებულ იქნეს VII თავიდან სიტყვები „ პირველი მორიგი სხდომა“ და მათ ნაცვლად ჩაიწეროს „პირველი სხდომ ა“;
დ) 92-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3 -ისა.
ე) 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად .“;
ვ) 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით“.
2. დადგენილება ამოქმ ედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3 . დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზია ნის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზ. ფიროსმანაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები