"გადახდის წყაროდან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირებზე გასაცემი ცნობისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №972 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"გადახდის წყაროდან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირებზე გასაცემი ცნობისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №972 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 822
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 03/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016035
  • Word
822
01/11/2010
სსმ, 142, 03/11/2010
190040000.22.033.016035
"გადახდის წყაროდან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირებზე გასაცემი ცნობისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №972 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №822

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

გადახდის წყაროდან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირებზე გასაცემი ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №972 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

გადახდის წყაროდან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირებზე გასაცემი ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №972 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2008, №186, მუხ.1959) დამტკიცებული წესის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი 2) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას (დანართი 2) უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება (დანართი 3) გადახდის წყაროსთან საგადასახადო შეღავათის უფლების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

5. დაქირავებულის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ცნობის მისაღებად შესაძლებელია მიმართოს დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა). საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვა წარედგინება დანართი 4-ის მიხედვით და მასში შეიტანება შესაბამისი დაქირავებული პირის (პირების) გვარი, სახელი, პირადი ნომერი და ხელმოწერები. ამასთან, თუ წერილობით მიმართვაში აღნიშნულ დაქირავებულ პირზე საგადასახადო ორგანოს მიერ უკვე გაცემულია ცნობა, მიმართვას უნდა დაერთოს შესაბამისი დაქირავებულ პირზე გაცემული შეტყობინება (დანართი 3) გადახდის წყაროსთან საგადასახადო შეღავათის უფლების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ დაქირავებულისთვის ცნობის მისაღებად საგადასახადო ორგანოზე წერილობითი მიმართვის შემთხვევაში ცნობა საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა სამი დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     პ. პეტრიაშვილი