თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10/2 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10/2 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12/10
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.157.016011
  • Word
12/10
29/10/2010
სსმ, 49, 11/11/2010
270070000.35.157.016011
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10/2 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12/10

2010 წლი29 ოქტომბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10/2 დადგენილებაში ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის და ,,ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                     25 აგვისტოს №10/2 დადგენილებაში ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” და იგი ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. მესტვირიშვილი

 დანართი №1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

1. საკრებულო

1. საკრებულოს თავმჯდომარე 2360 ლარი;

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1100 ლარი;

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 500 ლარი;

4. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 650 ლარი.

 2. საკრებულოს აპარატი

1. აპარატის უფროსი 700 ლარი;

2. საორგანიზაციო-სამდივნო განყოფილების უფროსი 500 ლარი;

3. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში – 420 ლარი;

4. მთავარი სპეციალისტი 370 ლარი;

5. წამყვანი სპეციალისტი 370 ლარი;

6. უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში 370 ლარი;

7. სპეციალისტი 300 ლარი.

3. გამგეობა

1. გამგებელი 2360 ლარი;

2. გამგებლის მოადგილე 900 ლარი;

3. სამსახურის უფროსი 700 ლარი;

4. სამსახურის განყოფილების უფროსი 500 ლარი;

5. ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი 420 ლარი;

6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი 400 ლარი;

 7. ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი 420 ლარი;

8. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის მთავარი 1სპეციალისტი 400 ლარი;

9. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტი 420 ლარი;

10. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 400 ლარი;

11. სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი 350 ლარი;

12. ქ. თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის, ასურეთის, ბორბალოს, კოდის, ჯორჯიაშვილის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები 400 ლარი;

13. ჩხიკვთის, ხაიშის, წინწყაროს, ჭივჭავის, ირაგის, თონეთის და ორბეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები 370 ლარი;

14. მარაბდის, გოლთეთის, დურნუკის, დაღეთის, კლდეისის, ახალსოფლის და შეხვეტილის ტერიტორიული ოგანოს რწმუნებულები 350 ლარი;

15. ქ. თეთრიწყაროს ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი 350 ლარი;

16. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი 400 ლარი;

17. ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი 370 ლარი;

18. სოციალური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი 350 ლარი;

19. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი 350 ლარი;

20. ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი 370 ლარი;

21. შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი 400 ლარი;

22. ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი 350 ლარი;

23. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სპეციალისტი 370 ლარი;

24. შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი 370 ლარი;

25. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახაგაზრდულ საქმეთ სამსახურის უფროსი სპეციალისტი 350 ლარი;

26. სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი 350 ლარი;

27.სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი 350 ლარი;

28. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი სპეციალისტი 350 ლარი;

29. ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი 300 ლარი;

30.სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი 300 ლარი;

31.სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი 250 ლარი;

32. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი 250 ლარი;

33. ქ. თეთრიწყაროს და დაბა მანგლისის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები 320 ლარი;

34. კოდის, ბორბალოს, ასურეთის, ჯორჯიაშვილის, ორბეთის, კლდეისის, ჭივჭავის, დაღეთის

და წინწყაროს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები 250 ლარი.