დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 26/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №142
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, №88, 2006 წ., მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დააწესოს შეზღუდვა ცალკეულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ვიზის გაცემასთან დაკავშირებით.“;
ბ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გარდა იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა, რომელზეც ვრცელდება ამ დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, საქართველოს ვიზები გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ:“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები