დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 31/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320060000.17.010.006960 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.17.010.006.967
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №4
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების შემდგომი ეტაპის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. „საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკა-ციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №3 დადგენილებით (სსმ III, 2001 წ., №53, მუხლი 401) დამტკიცებული საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
დანართი
საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები
| რიგითი № | გზავნილებათა სახეობები და მომსახურებები | საზღაურის ოდენობა ლარებში |
| 1 | 2 | 3 |
| 1. | საფოსტო ბარათების, წერილების და ბანდეროლების გაგზავნა: – უბრალო წერილი, ბარათი და ბანდეროლი წონით 20 გრამამდე – შეკვეთილი წერილი, ბარათი და ბანდეროლი წონით 20 გრამამდე ყოველ შემდგომ სრულ და არასრულ 50 გრამზე უბრალო, შეკვეთილი და ფასიანი წერილების და ბანდეროლების გადაგზავნას ემატება ფასიანი წერილის და ბანდეროლის დაზღვევის საზღაურად, გარდა უბრალო გზავნილებებზე დადგენილი ტარიფისა, დამატებით აიღება შეფასებული თანხის 6 პროცენტი |
0.4 0.7
0.2 |
| 2. | ამანათების გაგზავნა საქართველოს ფარგლებში ყოველ სრულ და არასრულ ერთ კილოგრამზე ფასგამოცხადებული ამანათის გაგზავნის შემთხვევაში დაზღვევის საზღაურად დამატებით აიღება შეფასებული თანხის 6 პროცენტი |
2.5 |
| 3. | საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ფოსტით – უბრალო – შეკვეთილი |
0.2 0.3 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები