დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/4 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 11/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.157.016005 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/11/2010 - 26/11/2010)


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №12/4
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანდართული ფორმის შესაბამისად.(დანართი №1)
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7/9 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი
(დანართი №1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური:
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოებთან, სახელმწიფო ორგანიზაცია - დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, კერძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციებია:
ა) სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
გ) წინადადებების შემუშავება სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანზებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ინფრასტრუქტურის ობიექტების მეთოდური მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი, დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ე) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების ჩატარების ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ვ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების ორგანიზება; მასობრივი სპორტულ - გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულისხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3. დასკვნითი დებულება:
1. სამსახურის საშტატო ნუსხას და სამუშაოთა აღწერილობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებებში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები