დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/1 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 11/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016002 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება № 12/1
2010 წლის 29 ო ქტ ომბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” №9/1 დადგენილების მე-12 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 12.
1. სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ე) სახანძრო-სამაშველო სამსახური;
ვ) სოციალური სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ) შესყიდვების სამსახური.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.”
3 . შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” №9/1 დადგენილების მე-13 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„მუხლი 13.
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ი ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება ; ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას; შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
3. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
4. სოციალური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
5. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
6. შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას, მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას, მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას მოქმედი კანონმდებლობი თ და და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
7. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად , შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.” .
3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები