„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 26/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
127
24/02/2010
სსმ, 23, 26/02/2010
000000000.00.000.000000
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №127

2010 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050)  პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, მეთაურის მოადგილეები, შტაბის უფროსი, მმართველობის უფროსი ოფიცრები, მმართველობის და შტაბის განყოფილებების უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების მეთაურები, ძალების ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების მეთაურის მოადგილეები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების შტაბის უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვედანაყოფების მმართველობისა და შტაბის უფროსი ოფიცრები, სპეციალური დანიშნულების ასეულების მეთაურები, სპეციალური დანიშნულების ასეულების მეთაურის მოადგილეები, სპეციალური დანიშნულების ჯგუფების უფროსები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი